Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი. Читать онлайн. Newlib. NEWLIB.NET

Автор: Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Издательство: Издательские решения
Серия:
Жанр произведения: Современная русская литература
Год издания: 0
isbn: 9785449043443
Скачать книгу
რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.

      «Ⴓცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,

      Ⴋისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.

      Ⴐა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე;

      Ⴙემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

      «Ⴋე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა.

      Ⴘესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,

      Ⴅითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,

      Ⴟერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

      «Ⴀწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული!

      Ⴋან დამიხოცა ლაშქარი, სისხლი ადინა ღვარული.

      Ⴉაცად ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?!

      Ⴓცილოდ Ⴖმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.

      «Ⴒკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს,

      Ⴃამავიწყდა, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს.

      Ⴗოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს,

      Ⴑადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!»

      Ⴕალმან ჰკადრა: «Ⴋოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:

      Ⴠე მეფეო! Ⴐად ემდურვი ანუ Ⴖმერთსა, ანუ ბედსა?

      Ⴐად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?

      Ⴁოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?

      «Ⴋე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი,

      Ⴘორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი.

      Ⴂაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი,

      Ⴀდრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი».

      Ⴋოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა,

      Ⴓბრძანეს: «Ⴜადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა?

      Ⴋონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა,

      Ⴋისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა».

      Ⴉაცნი წავიდეს, იარეს მათ ერთი წელიწადია,

      Ⴋონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია,

      Ⴅერ ნახეს მისი მნახავი Ⴖმრთისაგან დანაბადია,

      Ⴚუდად