Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი. Читать онлайн. Newlib. NEWLIB.NET

Автор: Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Издательство: Издательские решения
Серия:
Жанр произведения: Современная русская литература
Год издания: 0
isbn: 9785449043443
Скачать книгу
გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო,

      Ⴀრ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამათზეო».

      Ⴓბრძანა: «Ⴐადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!»

      Ⴔიცა მზე Ⴇინათინისა, მის მზისა მოწუნარისა.

      Ⴀვთანდილ იტყვის: «Ⴃავიწყო კადრება საუბნარისა:

      Ⴌუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.

      «Ⴋიწაცა თქვენი Ⴀვთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია;

      Ⴌაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია;

      Ⴋოასპარეზედ ვინ მგავსო? – ცუდნიღა უკუთქმანია.

      Ⴂარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!»

      – «Ⴋე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა.

      Ⴁრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა,

      Ⴉარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა,

      Ⴋერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!»

      Ⴀვთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს,

      Ⴈცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს,

      Ⴌაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს:

      «Ⴅინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!»

      Ⴉვლა ბრძანა: «Ⴋონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად,

      Ⴇორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად, —

      Ⴄრთაი შენი Ⴘერმადინ არს მათად დასადარებლად, —

      Ⴌასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად».

      Ⴋონადირეთა უბრძანა: «Ⴋინდორნი მოიარენით,

      Ⴃასცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით».

      Ⴊაშქარნი სამზოდ აწვივნეს: «Ⴋოდით და მოიჯარენით».

      Ⴂაყარეს სმა და ნადიმი. Ⴋუნ ამოდ გავიხარენით.

      Ⴐოსტევან მეფისაგან და Ⴀვთანდილისაგან ნადირობა

      Ⴃილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,

      Ⴛოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი,

      Ⴎირ-ოქრო რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი,

      Ⴋეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.

      Ⴘეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას