Ⴚრემლსა ვითა მარგალიტსა ჰყრის ვარდისა დასანაზოდ.
Ⴐა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ,
Ⴚხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.
Ⴃარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია,
Ⴘესთვალა: «Ⴂკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია;
Ⴗოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია,
Ⴀწ თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან, რაცა გარემონია.
«Ⴋე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო,
Ⴇინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო,
Ⴋორჩილ-ქმნილი გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო,
Ⴛღვენნი გკადრნე ზედა-ზედა, არ სალამი დავაძვირო».
Ⴋეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა,
Ⴄბრძანა: «Ⴊომო, არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა,
Ⴀწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა.
Ⴜა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!»
Ⴗმა შევიდა, თაყვანის-სცა, მადლი რამე მოახსენა:
«Ⴞელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი Ⴇქვენა?!
Ⴀწ ნუთუმცა კვლა ნახვითა Ⴖმერთმან ბნელი გამითენა,
Ⴎირი Ⴇქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა!».
Ⴋეფე ყელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი.
Ⴑხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი!
Ⴗმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი;
Ⴐოსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი.
Ⴂამოემართა Ⴀვთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი.
Ⴍც დღე იარა, ღამეცა დღეზედა წაჰრთო მრავალი.
Ⴈგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი,
Ⴀრ მისცილდება Ⴇინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.
Ⴐა მოვიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა.
Ⴋოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა.
Ⴈგი პირ-მზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა.
Ⴋიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.
Ⴕალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა,
Ⴂარე კლდე იყო,