Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი. Читать онлайн. Newlib. NEWLIB.NET

Автор: Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Издательство: Издательские решения
Серия:
Жанр произведения: Современная русская литература
Год издания: 0
isbn: 9785449043443
Скачать книгу
მქმნელია;

      Ⴐაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!

      Ⴙემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია».

      Ⴅაზირთა ჰკადრეს: «Ⴋეფეო, რად ჰბრძანეთ Ⴇქვენი ბერობა?

      Ⴅარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა:

      Ⴋისივე ჰმეტობს ყოველსა სული ტურფა ფერობა.

      Ⴋთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?!

      «Ⴋაგას ნუ ჰბრაძანებთ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია,

      Ⴇქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია;

      Ⴞამს განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია:

      Ⴑჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია.

      «Ⴇუცა ქალია, ხელმწიფედ მართ Ⴖმრთისა დანაბადია;

      Ⴀრ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;

      Ⴘუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.

      Ⴊეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია».

      Ⴀვთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა,

      Ⴑაროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა,

      Ⴟერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა;

      Ⴋას Ⴇინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა.

      Ⴂულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად;

      Ⴐა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად;

      Ⴌახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად.

      Ⴑაბრალოა, სიყვარული კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!

      Ⴐა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა,

      Ⴀვთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მას აქ ალისა;

      Ⴇქვა: «Ⴆედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა,

      Ⴌუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!»

      Ⴀრაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან:

      «Ⴇინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან;

      Ⴋან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან.

      Ⴋოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!»

      Ⴋოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი