Ⴕალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად;
Ⴈტყვის: «Ⴇუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად,
Ⴂიკვირს, მოგხვდა წამის ყოფით საქმე შენგან საეჭვი რად,
Ⴋაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.
«Ⴂახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა,
Ⴗმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა?
Ⴋას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა,
Ⴘენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოჰლახო ცა.
«Ⴀქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია,
Ⴋაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,
Ⴅიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია,
Ⴘეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.
«Ⴀსრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:
Ⴎირველ, ყმა ხარ, ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად,
Ⴋერმე, ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;
Ⴜადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად.
«Ⴘენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,
Ⴐომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე.
Ⴂულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,
Ⴋერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.
«Ⴑამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი;
Ⴠპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი;
Ⴅერა ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი;
Ⴉოკობი და დაუფრჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.
«Ⴔიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,
Ⴋზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,
Ⴑრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,
Ⴘენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი».
Ⴋოახსენა ყმამან: «Ⴋზეო, ვინ გიშერი აწამწამე,
Ⴑხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე?
Ⴋე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე,
Ⴅითა