Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი. Читать онлайн. Newlib. NEWLIB.NET

Автор: Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Издательство: Издательские решения
Серия:
Жанр произведения: Современная русская литература
Год издания: 0
isbn: 9785449043443
Скачать книгу
გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად!

      Ⴋე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქმს ალად, მურად».

      Ⴀსმათ უთხრა: «Ⴚრემლით, ლომო, მაგა ცეცხლსა რა ერგების!

      Ⴋე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების!

      Ⴅხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების,

      Ⴚნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას, რა ღონე დაედების

      «Ⴋეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა;

      Ⴌუთუ ყოს Ⴖმერთმან გაძლება, მემცა ვით მივეც ენასა!

      Ⴇუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა.

      Ⴀრს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა».

      Ⴀმას დაყმუნდა Ⴒარიელ დამწვარი, დაალებული;

      Ⴀსმათს უბრძანა: «Ⴋას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული;

      Ⴐად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული!

      Ⴉვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.

      «Ⴉაცმან ვით პოვოს, Ⴖმრთისაგან რაც არა დანაბადია!

      Ⴋით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია,

      Ⴉვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია;

      Ⴀწ ლხინთა ნაცვლად სოფლისა ჩალა მაქვს და ნაბადია.

      «Ⴋაგრა Ⴖმერთმან მოწყალემან მით სახითა ერთით მზითა

      Ⴍრი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა:

      Ⴎირველ, შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა,

      Ⴉვლა, ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა».

      Ⴗმასა უთხრა: «Ⴅინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,

      Ⴞამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს;

      Ⴖმერთმან ერთი ვით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს!

      Ⴘენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს».

      Ⴀსმათს უთხრა: «Ⴋოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე,

      Ⴃაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე;

      Ⴋკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე,

      Ⴋე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე»

      Ⴖილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა;

      Ⴅითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა;

      Ⴅერ