Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი. Читать онлайн. Newlib. NEWLIB.NET

Автор: Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Издательство: Издательские решения
Серия:
Жанр произведения: Современная русская литература
Год издания: 0
isbn: 9785449043443
Скачать книгу
ცრემლთა ფონია;

      Ⴙალად მიჩნს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია.

      Ⴅერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?»

      Ⴗმამან თქვა, თუ: «Ⴀრ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა,

      Ⴑხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა».

      Ⴂაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაუწყო ცრემლთა ფრქვევა,

      Ⴕალსა უთხრა: «Ⴂაგარისხე, აწ, არ ვიცი, ვით დავრჩე, ვა!»

      Ⴕალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია;

      Ⴀვთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია;

      Ⴅარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია.

      Ⴉვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია

      Ⴗმა მტირალი შეებრალა, ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა,

      Ⴋაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა;

      Ⴗმამან ცნა, თუ: «Ⴂონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა».

      Ⴚრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.

      Ⴓთხრა: «Ⴅიცი, აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასადობლად,

      Ⴂაგარისხე, დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად;

      Ⴀწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად,

      Ⴀმად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.

      «Ⴇავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე,

      Ⴋიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე;

      Ⴑხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე;

      Ⴑულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!»

      Ⴐა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება,

      Ⴂულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცად ცრემლთა დინება,

      Ⴉვლა გაამაღლა ზახილით ტირილი, არ გაცინება.

      Ⴀვთანდილს Ⴖმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.

      Ⴈტყვის, თუ: «Ⴀმა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების,

      Ⴅისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების».

      Ⴉვლა უთხრა: «Ⴃაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების;

      Ⴄსეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.

      «Ⴅარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუწყვედლად სულთა დგმისად;

      Ⴙემმან მზემან გამომგზავნა