Ⴋეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა,
Ⴋამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა;
Ⴅბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.
«Ⴋეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა;
Ⴕვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, ლალისა,
Ⴉარზედა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა;
Ⴈგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!
«Ⴃღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი;
Ⴆოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი.
Ⴃავარ იყო და მეფისა, ქვრივი, Ⴕაჯეთს გათხოვილი,
Ⴋას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი
«Ⴑრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა;
Ⴅერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა;
Ⴀსმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა;
Ⴋუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.
«Ⴇხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა;
Ⴃღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა;
Ⴛალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი Ⴄდემს ზრდილსა,
Ⴑროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.
«Ⴋოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან;
Ⴋერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან;
Ⴘევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან;
Ⴀწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!
«Ⴋამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა;
Ⴕმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა;
Ⴋათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა;
Ⴄრთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა – ხსენება იშისა.
«Ⴋე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული,
Ⴃღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული;
Ⴂაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული,
Ⴄბრძანა: «Ⴘვილო Ⴒარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.
«Ⴙვენ