Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი. Читать онлайн. Newlib. NEWLIB.NET

Автор: Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Издательство: Издательские решения
Серия:
Жанр произведения: Современная русская литература
Год издания: 0
isbn: 9785449043443
Скачать книгу
დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა.

      Ⴀლმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

      «Ⴅიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა,

      Ⴋე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა;

      Ⴅერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა.

      Ⴀსმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა

      «Ⴀსმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა;

      Ⴕალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა.

      Ⴋოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა.

      Ⴅამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!

      «Ⴀწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!»

      Ⴋისი ვერ გაძლო ხსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი;

      Ⴗმა და Ⴀსმათი ტიროდეს, ხმას სცემდეს იგი არენი,

      Ⴝმუნვით თქვეს: «Ⴋკლავნი ცუდ ქმნილან, ვა, გმირთა მემუქარენი!»

      Ⴀსმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია,

      Ⴃიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა, დარია;

      Ⴃაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია,

      Ⴇქვა: «Ⴙემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია!

      «Ⴋიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,

      Ⴈშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;

      Ⴅაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან.

      Ⴈსმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან.

      «Ⴃურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა,

      Ⴃავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა,

      Ⴐა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა:

      Ⴂარე მომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

      «Ⴘიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა,

      Ⴆედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა,

      Ⴎირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა.

      Ⴋუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა

      «Ⴋე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია,

      Ⴚრემლით მითხრა: «Ⴘვილო, შვილო, ცოცხალ ხარ-ღა? Ⴑიტყვა თქვია!»

      Ⴋე