Ⴂამოვე და საწოლს შევე, მონა დადგა კარის მცველად.
Ⴂული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.
«Ⴉარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის-მცა;
Ⴋითხრა: «Ⴋოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმცა!»
Ⴂამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა?
Ⴅთქვი: «Ⴀრ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!»
«Ⴘევე, დავჯე ტახტსა ზედა; ქალი მოდგა ნოხთა პირსა,
Ⴙემსა ახლოს დასაჯდომად თავი მისი არ აღირსა;
Ⴅარქვი: «Ⴋანდა რად ჰზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?»
Ⴋან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა
«Ⴋითხრა: «Ⴃღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა:
Ⴂგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა,
Ⴋაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა.
Ⴀმას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია Ⴖმრთისა წყალობა».
«Ⴀდგა, მითხრა: «Ⴇქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია;
Ⴌუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია;
Ⴄზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია,
Ⴀმან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია»
Ⴜიგნი Ⴌესტან-Ⴃარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
«Ⴉწიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა
Ⴋოეწერა მზისა შუქსა: «Ⴌუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა;
Ⴋე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.
Ⴀწ Ⴀსმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა».
«Ⴁედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
Ⴑჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!
Ⴞატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია,
Ⴀწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!
«Ⴘენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია,
Ⴋაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია;
Ⴛოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია,
Ⴋანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.
«Ⴋართლად