Ⴀხ! – შორისდებული სავაებო.
Ⴀხალგაზდა – ყმაწვილი, ანუ ცხოველი შეღერებული.
Ⴀხალთესლი – დიკა.
Ⴀხალი – აწინდელი, ამ ჟამისა.
Ⴀხალკჳრა – თომას კჳრიკე, აღდგომის სწორი.
Ⴀხალნერგი – ხე ახლად დარგული.
Ⴀხალწელიწადი – დასაბამი, ანუ პირველი დღე წელიწდისა.
Ⴀხატი – აღატი, აქატი.
Ⴀხდენა, ახდომა – (ახდების) აღსრულება.
Ⴀხედვა – (ავხედავ, ავიხედავ) მაღლა შეხედვა.
Ⴀხირება – (ავიხირებ) მიბრჯნა, დაჟინება წინდაუხედავად.
Ⴀხლა – ეხლა, აწ, ამ ჟამად.
Ⴀხლეჩა – (ავხლეჩ) აგლეჯა, აძრობა.
Ⴀხლო – ახლოს არა შორს.
Ⴀხლო-მახლო.
Ⴀხმა – Ⴀღხმა ნახე.
Ⴀხო – სახნავად გაკაფული ჭალა.
Ⴀხოვანი – ბრგე, ტანოვანი, ძლიერი, გულოვანი.
Ⴀხოვნება – გულოვნება, ძლიერება.
Ⴀხორი, ახური – ცხენთ ბაგა.
Ⴀხს – (მახს, გახს, ახს) ახლავს, ახლოს არს.
Ⴀხსნა – (ნახე Ⴀღსნა, Ⴀხსნილი) დაუბმელი.
Ⴀხტა – ცხენი აჯილღა, ანუ სახედარი მამალი, დედალს ეწოდება ხრდალი და ჭაკი (ნახე Ⴚხენთან).
Ⴀხტაპოტი – (ნახე Ⴀპოხტი) ლორი.
[Ⴀხური – ნახე Ⴀხორი]
Ⴀხურმაგი – თოფრა ხართ პირის შესაკრავი, რათა ძნა ვერ შესჭამონ.
Ⴀჯა – (ვიაჯი, ვეაჯი, ვეაჯები) ვედრება, ხვეწნა, თხოვნა // (ვუაჯებ) აჯის შესმენა, გავლენა, გაკითხვა.
Ⴀჯეჯი – აძეძი აბრეშუმის ნაძირალი, მელნის ჩლა.
Ⴀჯილღა – ახტა, ცხენის კურატი.
Ⴀჯიღა – ჩადრი, თერისტრო, ქალთ მოსაფარი თეთრი ზეწარი.
Ⴀჯიღოსანი – ჩადრიანი, ჩადრმოსხმული.
Ⴀჰა! – შორისდებული ჩვენებითი; აი, აგერ.
Ⴀჰა ესერა! – იგივე.
Ⴁ
Ⴁ – წინარე ასოსა რ ზოგჯერმე შეიცულების მ ანუ პ, ბრუდე – მრუდე, ბრჯა – მჯა, ბრპენი – პრპენი, ბრკე – პრკე, ბრტყელი –