Ⴀრსი – რაჲცაღა შესაძლებელ არს, ე.ი. რომლისა ყოფა არა წინააღმდგომ არს, ანუ მყოფი არსებასა შინა.
Ⴀრსობისა – არსების პური, სახმარი ცხოვრებისათჳს, მდღევარი.
Ⴀრტალა – საკლავთ უკანა ბარკალი, ანუ წვივი.
Ⴀრტაში და არტახი – გარეშემოსაკრავი ქარშიკი ჩჩჳლთა აკუნისა // ანუ მოტეხილთა ძუალთა შესაკრავი // გასათლელთ ძელთა მაგრად დამჭერი ქანჩი.
Ⴀრღა, არღარა აღარ – შემდგომს დროს არა, უკუთქმა მომავლისა დროსათჳს.
Ⴀრღავანი – ქუა მეწამული.
Ⴀრღვევა – (ავარღვევ) დაკერებულის დახსნა, დაშლა // აქცევა შენობისა.
Ⴀრშია, აშია – მოვლებული რამე ვიწროდ ნაკერთ კიდურებზედ.
Ⴀრშივი – წილი, კერძო,.
Ⴀრჩევანი – არჩევა // რჩევა, ვეზირობა, მოლაპარაკება საქმეზედ შეკრებულებაში.
Ⴀრჩვი – ფსიტი.
Ⴀრცა, – არცაღა არღა, აღარც.
Ⴀრძანი, არძანიკი – დიდი ლოდი ან მარილის ქუა (ნახე უარძანიკო).
Ⴀრწივაკი – სახლის მეორე ძელი.
Ⴀრწივი – ორბი, არწვი. // მრგუალი ფეხთა ქვეშე დასაგები მღუდელთ მთავართა, რომელსა ზედაცა გამოსახულ არს მფრინველი ესე.
Ⴀრხი – რუ, რუსხმული.
Ⴀრხიდიაკონი – უპირველესი იეროდიაკონთაგან, მხლებელთა მღუდელთ მთავრისათა (ნახე Ⴀიაკონთან).
Ⴀრხიეპისკოპოსი – უპირატესი ეპისკოპოსი.
Ⴀრხიერი – მღუდელთ მთავარი (იხილე Ⴈერარხი).
Ⴀრხიმანდრიტი – მონასტრის განმგებელი უფროსი.
Ⴀრხინოტარი და პროტონოტარი – მწერალთ უხუცესი, მდივანი.
Ⴀრხილი – თხელი ბზარი (Ⴇოვლთან ნახე)
Ⴀრჯაკელა – არჯიოკა, ზერჩო, ორჯიოკი.
Ⴀრჯასპი – ძაღა, მიწალები, მომწუანო შავის საღებავი, ხმარებული ტყავთათჳს მეპრატაკეტაგან, ანუ მელნისთჳს.
[Ⴀრჯიოკა – ნახე Ⴀრჯაკელა]
Ⴀსაბია – მტერზედ საომრად თანმიმყოლი.
Ⴀსაკრავი – ერქუანთ და ურემთ საბმელი.
Ⴀსამაღლებელი –