Ⴁადება – (ვბადებ, ვიბადები) ნახე დაბადება და კუალად მაბადია და ბადუა.
Ⴁადენი – ლევიტელთ შესამოსელი სპეტაკი ანუ სახოვანი.
Ⴁადვა – ბადება (ნახე Ⴁადუა).
Ⴁადია – დიდი ჯამი, რომლითაც ნადიმთა შინა მოიღებენ წნოვანთა და მუნით განუყოფენ მენადიმეთა.
Ⴁადიანი – ბალახია სამკურნალო.
Ⴁადიმი – ორმოს პირი ამოგებული ხეებითა ოთხკუთხედ.
Ⴁადისპირი – გალატოზის ლარო.
Ⴁადიში – შვილის შვილი.
Ⴁადრაგა – მატარებელნი მოგზაურთანი უვნებელად მეკობრეთაგან.
Ⴁადრი – გავსილი მთუარე.
Ⴁადრიჯანი – ბადლიჯანი.
Ⴁადუა – (ვბადავ, ვბადებ) შექმნა, გაჩენა წარმოება.
Ⴁავთი – სავალალოს ამბვის მოთხრობა [მობავთე ამგუარის მოამბე; საბავთო სავალალო]
Ⴁავლი – გასამარათვის ქორისაგან პირველ დაჭერილი მფრინველი.
Ⴁავრაყი – ბაირაღი.
Ⴁავრუკი, ბორაკი – ტბის ხაშურია, ოქრომჭედელთაგანხმარებული ოქროს დასადნობად, ვითა ნიშადური კალის დასადნობად.
Ⴁაზარი – საფარდულო, სავაჭრო ადგილი.
Ⴁაზი – სომხურად ქორს ჰქვიან, ხოლო ქართულად ეწოდების ზოგად მონადირეთა მფრინველთ: ქორთა, შავარდენთა, მიმინოთა და მისთანათა, რომელთაც ნემესიოს ორბად სახელსდებს.
Ⴁაზიერი – დამგერშველი და ზედამხედველი