Ⴀლიზი – გამოუწვავი აგური.
Ⴀლიკაპი – დანდალი, ხის აღვირი.
Ⴀლიონი – დილის სინათლის გამოჩენა უწინარეს მზის ამოსლჳსა (Ⴃილასთან ნახე).
Ⴀლიოქოთი – არეულება, ამბოხება.
Ⴀლისარჩული – სუნნელი ბალახის ყუავილი, ზაფრანის მსგავსი, ძოწეულის საღებავი.
Ⴀლისფერი – წითელის ცეცხლის ალისფრად.
Ⴀლკაპი – ფარდა საკრავთა {საკრავის ფერდა – Ⴑაბას ლექსიკონი}.
Ⴀლმაგი, იალმაგი – საომარი სამოსელი, ჯაჭუთა გარეგან საცმელი.
Ⴀლმასი – თუალი პატიოსანი (Ⴀდამასი ნახე).
Ⴀლმაცერი – შეღმად ირიბი, ვითა გაშლილის თითების ცერი შეღმა დადგება.
Ⴀლმედად – მხარიღლივ.
Ⴀლმური – ცეცხლის ალი კუამლითურთ შავწითლად აღმავალი.
Ⴀლნება – ნახე Ⴘეალნება
Ⴀლო – ნახნავი მიწა მიზდად გუთნისდედისა, მეხრეთა, შებმულთა ხართა და სხ.
Ⴀლოვნება – ალოს მოხნვის დრო.
Ⴀლო – საბრი, ნაწვეთი სუნნელთა ბალახთა.
Ⴀლუბალი – ბალღოჯი.
Ⴀლქატი – მსუბუქი, მჩატე, დამშხალული.
Ⴀლღო – ნადირთაგან გრძნობა მონადირეთ მიპარვისა // კაცთაგან მიხდომა მომავლის განსაცდელისა.
Ⴀლყა – აბრეშუმის ძალი, ანუ მეტალლთ სიმი საკრავთათჳს // გარშემო დადგომილი ლაშქარი.
Ⴀლჩუ – ვეგის ზევითი გვერდი რაოდენვე ჩაღრმავებული, რომლისაც მეორეს გვერდს ჰქვიან თოხანი.
Ⴀმაგი – ზრუნვა, გულს მოდგინება, ვითარცა ამაგი და ჭირნახული.
Ⴀმალი – ანაზდად შიმშილით მიბნედა.
Ⴀმალი – ზურგით ტჳრთის მზიდავი მუშა.
Ⴀმანათი – ბერძულად საწინდარი // რუსულად მზევალი // ქართულად ანაბარი, ე.ი. ნივთი მიბარებული ან გაგზავნილი ვისთანმე.
Ⴀმაო – ცუდი, უქმი, ბედითი.
Ⴀმაოდ – ცუდად.
Ⴀმაოდ –