Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი. Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Читать онлайн. Newlib. NEWLIB.NET

Автор: Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე
Издательство: Издательские решения
Серия:
Жанр произведения: Прочая образовательная литература
Год издания: 0
isbn: 9785449015617
Скачать книгу
Ⴐაჲნი, Ⴅეზერი, Ⴄლბა, Ⴍდერი; ეროვნული პარკები: Ⴁავარიის ტყე, Ⴁერხტესგადენი, მრავალრიცხოვანი ბუნებრიძი ნაკრძალები; Ⴂერმანია – მაღალგანვითარებული ინდუსტრიალური ქვეყანაა, მძლავრი ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა, ელექტრონიკა, გამთმშენებლობა და ა. შ.; მაღალგანვითარებული სოფლის მეურნეობა; ფულის ერთეული – ევრო.

      Bundestag (ბუნდესტაგი) – პარლამენტის ქვემო პალატა; ქვეყნის სახალხო წარმომადგენლობითი ორგანო; ირჩევა ოთხი წლით; ამოცანები: კანონშემოქმედება, ფედერალური კანცლერის არჩევა, კონტროლი მთავრობის საქმიანობაზე.

      Bundesverband der Deutschen Industrie (BDI) (Ⴂერმანიის მრეწველობის ფედერალური კავშირი (ႡႣႨ) – Ⴂერმანიის მრეწველების უმსხვილესი გაერთიანება, დაარსებულია 1949 წ.

      Bundesverdienstkreuz – იხ. Verdienstorden der Bundesrepublik Deutschland.

      Bundesvereinigung der Deutschen Arbeitgeberverbande e.V. (BDA) (Ⴂერმანიის სამუშაოს მიმცემების კავშირის ფედერალური გაერთიანება (ႡႣႠ) – მდებარეობს Ⴉჲოლნში.

      Bundesverfassungsgericht (BVG) (Ⴔედერალური საკონსტიტუცტო სასამართლო) – განსაკუთრებული სახელმწიფო ორგანო, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ძირითადი კანონის დაცვაზე: ამოწმებს ფედერალურ და სამხარეო კანონებს მათ შესაბამისობაზე ძირითად კონონთან, ადგენს, ხომ არ ეწინააღმდეგება ამა თუ იმ პარტიების მოქმედება კონსტიტუციას; შესდგება ორ სენატისგან (რვა რვა მოსამართლე თითოში): მოსამართლეების ერთ ნახევარს ირჩევს ბუნდესტაგი, მეორეს კი ბუნდესრატი; მოსამართლეების უფლებამოსილებაა 12 წელი; ხელახლა არჩევა დაუშვებელია; მდებარეობს Ⴉარლსრუეში.

      Bundesversammlung (Ⴔედერალური კრება) – ფედერალური პრეზიდენტის ასარჩევი ორგანო; შესდგება ბუნდესტაგის და ლანდტაგების დეპუტატებისგან (თანაბარი რაოდენობა).

      Bundesverwaltungsgericht (Ⴔედერალური ადმინისტრაციული სასამართლო) – Ⴂერმანიის უმაღლესი ადმინისტრაციული